|
2025-12-28 10:59:57, 8588 ნახვა
საზოგადოება
სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თანამშრომლებს 38 774 ლარის ფულად ჯილდოს გადასცემენ
2025 წელს შექმნილი სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თანამშრომლებს 38 774 ლარის ფულად ჯილდოს გადასცემენ. ირაკლი კობახიძემ შესაბამის განკარგულებას ხელი 25 დეკემბერს მოაწერა. „მიეცეს თანხმობა სსიპ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს, სააგენტოს თანამშრომლებზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების კეთილსინდისიერი შესრულებისა და მათი შრომის სათანადო დაფასებისთვის, გასცეს ფულადი ჯილდო - საშტატო ნუსხის მიხედვით დასაქმებულ სამ თანამშრომელზე 21 316 ლარის ოდენობით, ხოლო არასაშტატო ნუსხის მიხედვით დასაქმებულ 6 თანამშრომელზე - 17 458 ლარის ოდენობით (თითოეულ თანამშრომელზე ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს 80%-ის ოდენობით)“ | წერია კობახიძის განკარგულებაში. სააგენტოს თავმჯდომარის, თამარ ზოდელავას ხელფასი თვეში 10 585 ლარია; მოადგილის – 8 760 ლარი, ხოლო დეპარტამენტის უფროსის – 7 300 ლარი. სსიპ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარედ თამარ ზოდელავა მიმდინარე წელს დაინიშნა. შესაბამისი ბრძანება 22 აპრილს გამოიცა. სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო 8 თვის წინ NGO-ების ბიუჯეტიდან დაფინანსებისთვის შეიქმნა და ოცნებას ექვემდებარება.
|
რედაქტორის რჩევით
რუსული სპეცსამსახურების პოლიგონად ქცეული საქართველო
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)