|
2025-12-04 11:23:40, 23495 ნახვა
კულტურა
პირველი ქართული საბავშვო ინტერაქციული სპექტაკლი ფინანსური განათლების შესახებ
თიბისის ფინანსური განათლების ფარგლებში, გურჯაანსა და თელავში, ბავშვებისთვის, ფინანსური განათლების შესახებ ინტერაქციული სპექტაკლები ჩატარდა. მოზარდებისთვის ფინანსურ თემაზე შექმნილი თეატრალური წარმოდგენა „თამაშობანასთან“ ერთად შეიქმნა და მიზნად ისახავს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების ცოდნის ამაღლებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: დაზოგვა, მეწარმეობა, ფინანსური მიზნები და ფინანსური უსაფრთხოება „წინ და წინ: ფინანსობანა" პირველი ქართული საბავშვო ინტერაქციული სპექტაკლის III-VI კლასების მოსწავლეებისათვის და ფინანსური განათლების შესახებ მოზარდების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. თეატრალური წარმოდგენები სულ საქართველოს 7 ქალაქში ჩატარდა და მას 1000-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო. სპექტაკლი საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუს” ორგანიზებით, პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, კომპანია „თამაშობანასთან” ერთად შეიქმნა.
|
რედაქტორის რჩევით
რუსული სპეცსამსახურების პოლიგონად ქცეული საქართველო
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)