12:36 - 13 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-12 14:11:00, 645 ნახვა

ეკონომიკა
შეადარე, სცადე, დაიმტკიცე - თიბისის ახალი კამპანია

თიბისიმ დაიწყო ახალი მასშტაბური კამპანია- „შეადარე, სცადე, დაიმტკიცე“, რომელიც მომხმარებლებს ახსენებს, რომ  სესხის აღება ისეთივე დაკვირვებას მოითხოვს, როგორსაც ბაზარში სურსათის შერჩევა.

ჩვენი ყოველდღიური ტრადიციაა, ბაზარში პროდუქტი დაკვირვებით, ფასისა და ხარისხის შედარებით შევარჩიოთ. თუმცა სამწუხაროდ, როცა საქმე ფინანსურ ვალდებულებას ეხება, მომხმარებელთა უმეტესობა „პირველივე დახლთან“ ჩერდება და ავტომატურად თანხმდება იმ ბანკის პირობებს, სადაც ხელფასი ერიცხება. სინამდვილეში კი, სესხის არჩევა ზუსტად ისეთივე პრინციპით უნდა ხდებოდეს, როგორც პროდუქტის - დაკვირვებით, შედარებითა და საუკეთესო პირობის მოთხოვნით.

იმისთვის, რომ მიიღოთ გონივრული გადაწყვეტილება, გირჩევთ, ყურადღება გაამახვილოთ 5 მთავარ კრიტერიუმზე:

1.  ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: ეს არის სესხის რეალური თვითღირებულება, რომელშიც გათვალისწინებულია ყველა ფარული ხარჯი, დაზღვევა თუ საკომისიო. გადაწყვეტილება სწორედ ამ მაჩვენებელზე დაყრდნობით უნდა მიიღოთ.

2.  გაცემის საკომისიო: დააზუსტეთ, რა თანხა გეჭრებათ მომსახურებისთვის და რას იღებთ ხელზე რეალურად.

3.  ყოველთვიური შენატანი: შეადარეთ სესხის გრაფიკები. მცირე სხვაობაც კი, გრძელვადიან პერიოდში, სოლიდურ დანაზოგს ნიშნავს.

4.  ჯამურად გადასახდელი თანხა: დასვით მარტივი კითხვა — „სულ რამდენი მექნება შეტანილი ვადის ბოლოს?“ ეს საუკეთესო ინდიკატორია იმის, თუ რომელი შეთავაზებაა ყველაზე მომგებიანი.

5.  წინმსწრებად დაფარვის საკომისიო: მნიშვნელოვანია იცოდეთ, დაგეკისრებათ თუ არა ჯარიმა სესხის ვადაზე ადრე დაფარვის შემთხვევაში და როგორი იქნება მისი მოცულობა.

სწორ არჩევანს ხშირად ხელს უშლის გავრცელებული სტერეოტიპები, თუმცა რეალობა სხვაგვარია. თიბისის მიზანია, დაამსხვრიოს ეს მითები და მომხმარებელს რეალური სურათი დაანახოს:

ხელფასი: არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ბანკში გერიცხებათ ანაზღაურება ან პენსია. თქვენ გაქვთ სრული უფლება, მოითხოვოთ და მიიღოთ უკეთესი პირობა.

შემოსავლის წყარო: შემოსავალი მხოლოდ ხელფასი არ არის. აგრო-მეურნეობა, გზავნილები, ვაჭრობა თუ თვითდასაქმება - ბანკისთვის ეს რეალური შემოსავალია და სესხის აღება ჩვეულებრივადაა შესაძლებელი.

სხვადასხვა ბანკის პირობების შედარებით დაზოგილი თანხა თქვენს ბიუჯეტში რჩება და ოჯახის საჭიროებებს ხმარდება. ამიტომ, ნუ დასჯერდებით პირველივე შეთავაზებას - შეადარეთ, რომ დაგიმტკიცონ.




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
უკრაინამ კასპიის ზღვაში მდებარე „ლუკოილის“ ნავთობპლატფორმებზე ბოლო ორი დღის განმავლობაში მეორე დარტყმა განხორციელდა
სარატოვში, „როსნეფტის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმის დროს, დრონი საცხოვრებელ შენობას შეეჯახა, ორი ადამიანი დაიღუპა.
ბრიტანეთის მეფე აცხადებს, რომ მისი კიბოს მკურნალობა შესაძლოა შეწყდეს
საპატრულო პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები ამოიღო - დაკავებულია 3 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი