|
2025-12-09 12:03:45, 4806 ნახვა
საზოგადოება
სეს: საბავშო ბაღ სტარ ბათუმში გამოვლინდა დეზინფექციის პრობლემა, შეუჩერდა საწარმოო პროცესი
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტირება ჩაატარეს ბათუმში, საბავშვო ბაღ სტარ ბათუმში, სადაც გამოვლინდა არასათანადო რეცხვა-დეზინფექციის პრობლემა. ასევე აღმოჩნდა, რომ ის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე მუშაობდა. "სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს ქ. ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქ N1-ში მდებარე საბავშვო ბაღში - სტარ ბათუმი (ს/კ 345682692). შემოწმებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია და წყალმომარაგების პრობლემა. ასევე დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე. აღნიშნული შეუსაბამობების გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი დარღვევების გამოსწორებამდე." - ნათქვამია განცხადებაში
|
რედაქტორის რჩევით
რუსული სპეცსამსახურების პოლიგონად ქცეული საქართველო
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)