15:22 - 31 Dec, 2025
|
2025-12-04 15:11:24, 10089 ნახვა
სამართალი
ბათუმის ნავთობტერმინალში სუს-ი და საგამოძიებო სამსახური შევიდა - ბათუმელები
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმის ნავთობტერმინალში სუს-ი და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურია შესული და შეჩერებულია სარკინიგზო გადაზიდვების ნაწილი. ნავთობტერმინალში სარკინიგზო გადაზიდვების დიდი ნაწილი 3 დეკემბერს, ღამით, მას შემდეგ გაჩერდა, როცა იქ სუსი და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ერთდროულად შევიდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, გამოკითხვაზე გადაიყვანეს 21 პირი, მათ შორის, ბათუმის ნავთობტერმინალის ხელმძღვანელი პირები. ნავთობტერმინალში სარკინიგზო გადაზიდვების შეჩერების შესახებ „ბათუმელებს“ ინფორმაციას ტერმინალში დასაქმებული პირიც უდასტურებს. მან კონფიდენციალურობის დაცვა ითხოვა.
|
რედაქტორის რჩევით
რუსული სპეცსამსახურების პოლიგონად ქცეული საქართველო
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)