|
2025-12-12 12:34:32, 4211 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი კობახიძისა და პუტინის ერთ სივრცეში გამოჩენაზე ამბობს, რომ პრობლემა არაა
ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ირაკლი კობახიძისა და ვლადიმერ პუტინის ერთ სივრცეში გამოჩენაში პრობლემას ვერ ხედავს. მისი თქმით, ქართული ოცნება"საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე" მოქმედებს. "არანაირი პრობლემა არ არის [კობახიძე და პუტინი ერთ სივრცეში]. დაგეგმილი არაფერი არ არის... თქვენ რა ავერსიები გაქვთ, ვერ ვხვდები... რა შიშები გაქვთ, რა რისკები გაქვთ. მე მგონი ძაან ცხადია, ხო? ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. საქართველოს პრემიერმინისტრი არ საუბრობს რადიკალური ოპოზიციის და ომის მოსურნე ევროპელების დაწერილი სიტყვით. პრემიერმინისტრი ისაუბრებს იმაზე, რასაც ჩათვლის საჭიროდ და რაც ჩვენს ეროვნულ ინტერესშია", - თქვა პაპუაშვილმა. ირაკლი კობახიძე თურქმენეთში იმყოფება, სადაც "ნეიტრალიტეტის დღის" ღონისძიებაზე ვლადიმერ პუტინის ფონზე გამოჩნდა.
|
რედაქტორის რჩევით
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეს შევიდა ძალაში, რამაც შესაძლოა საქართველოზეც იმოქმედოს
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)