22:17 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-09 11:48:10, 1470 ნახვა

კომენტარი
ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი - 4 ოქტომბერს ვასრულებდი პროფესიულ მოვალეობას

თბილისის საქალაქო სასამართლიში 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს. პროცესზე ბრალდების მხარე საქმეში არსებულ ვიდეომტკიცებულებებს იკვლევს.

როგორც ექიმმა გიორგი ჩახუნაშვილმა პროცესის დაწყებამდე განაცხადა, 4 ოქტომბერს ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას.

„კადრებში მე ვარ, ვარ ეზოში, მაგას არც უარვყოფ. მე ვასრულებდი ჩემს პროფესიულ მოვალეობას. ვფიქრობ, იქ რომ შევედი, მე გადავარჩინე გარკვეული რაოდენობის ხალხი. დღესაც იგივეს გავაკეთებდი. მაშინ მე არ დავფიქრებულვარ, ისე გავაკეთე ეს ყველაფერი. იქ ხელს ვიქნევ, მაგრამ როგორ არის, იცით?! რეანიმაციული მოძრაობა და დახმარება არ ნიშნავს მხოლოდ პირში პირში სუნთქვას. სიმართლე გითხრათ, მე რას ვანიშნებდი, ეგ მხოლოდ სამედიცინო ქმედებებით იყო ჩატარებული, მეტი არაფერი. ეს მხოლოდ იმას გულისხმობს. ყველაფერი, რაც იქ გავაკეთე – „მოდი, გადი, აქეთ არ შემოხვიდე“ – ეს იყო ის, რაც მე სასიკეთოდ გავაკეთე, რათა ვინც იქ იმყოფებოდა, გადარჩენილიყო. მე რაც დავინახე იქ, ასხამდნენ, თორემ იქ ჩხუბი და დავიდარაბა არ ყოფილა. აქ მნიშვნელოვანი იყო, რომ ასხამდნენ“, – განაცხადა გიორგი ჩახუნაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
ოცნებამ პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები "გრანტების შესახებ" კანონში
ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი მიანიჭა
ოპოზიციური ალიანსი: გალში მცხოვრებ ქართველებს მშობლიურ ენაზე სწავლა ეკრძალებათ და „ოცნების“ პარტია მათ არ იცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics