09:25 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-16 10:48:28, 630 ნახვა

სამართალი
ქრთამის აღების ფაქტზე გარდაბნის საკრებულოს წევრი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა,   ქრთამის აღების ფაქტზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, დეპუტატი  შაირ საფაროვი დააკავა.


ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის უკანონოდ სარგებლობის და სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაში მფარველობის სანაცვლოდ, მოქალაქისგან ქრთამის სახით, მოითხოვა და აიღო ფულადი თანხა 2 000 ლარის ოდენობით.

 დანაშაულებრივ  ფაქტზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით, რაც ითავლისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე ვადით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპას დაახლოებით ექვსი კვირის საავიაციო საწვავის მარაგი აქვს დარჩენილი
ლონდონის „არსენალისა“ და ავსტრიის ნაკრების ყოფილი მეკარე ალექს მენინგერი ავტოკატასტროფაში დაიღუპა
ტრამპმა ისრაელსა და ლიბანს შორის საომარი მოქმედებების 10-დღიანი შეჩერების შესახებ განაცხადა
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics