13:04 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-30 22:48:07, 4114 ნახვა

სხვადასხვა
გოგი გვახარია მომღერლებს - 17 მაისამდე დიდი დროა, ისწავლეთ არას თქმა

17 მაისს ე.წ ოჯახის სიწმინდის დღეზე "ჩვენი ოჯახი ჩვენი ღირსებაა" კონცერტში მონაწილე მომღერლებს კინოს კრიტიკოსი და ჟურნალისტი გოგო გვახარია მიმართავს.

"ქართველო არტისტებო, ვინც 17 მაისს ”ჰომოფობურ კონცერტში” მონაწილეობაზე დათანხმდით... ცოტა უნდა შეგაშინოთ და თამარ ივერის ისტორია გაგახსენოთ:(
მესმის, რომ ეს შემთხვევა გაბრაზებთ, ”ლიბერალურ ფაშიზმზე” იწყებთ ბოდვას, მაგრამ გინდა ფაშიზმი დაუძახეთ ამას და გინდა სხვა რამე, ასეა აწყობილი ის მსოფლიო, სადაც თქვენ ცეკვასა და სიმღერაზე ოცნებობთ. და თუ იქ გინდათ წარმატება, არ გამოგივათ.. თუ, მაგალითად, ირანი გაკმაყოფილებთ, კი ბატონო, თქვენ იცით

”არას” თქმა უნდა ისწავლოთ, ძვირფასო ქართულო შემოქმედებითო ინტელიგენციავ. თორემ, ეგ შორენაც დროებითია და ის ზიზილ-პიპილოებიც, რომლებსაც ეგენი გპირდებიან. ”არას” თქმას თუ ვერ ისწავლით დარჩებით ასე ”მესტეჩკოვი არტისტებად”, რომლებიც ოქროსა და ვერცხლში დამხრჩვალ, მაგრამ ბოროტებისგან აყროლებული ჯიპებით მოსეირნე ე,.წ ”მღვდლებს” უხარებენ გულს,. ჩვენ ხომ ზუსტად ვიცით რომ სულ სხვა მაყურებელზე და სხვა მსმენელზე ოცნებობთ?
ჰოდა 17 მაისამდე დიდი დროა. ისწავლეთ ”არას” თქმა." - წერს გვახარია "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

17 მაისს სამების ტაძრის ეზოში ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიზღვნილი კონცერტი გაიმართება, რომლის ორგანიზატორიც საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნია“. ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ ზემოაღნიშნულ კონცერტში მონაწილეობას აპირებს. „თბილისი პრაიდმა“ მიმართა „სუხიშვილებს“, 17 მაისისთვის სამების ტაძრის ეზოში დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობა არ მიიღოს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics