22:06 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-08 11:30:11, 1119 ნახვა

მსოფლიო
პუტინი: არ უნდა გვემუქრებოდნენ სანქციებით, რადგან ჩვენ არაფერ შუაში ვართ

„არ უნდა გვემუქრებოდნენ სანქციებით, რადგან ჩვენ არაფერ შუაში ვართ“, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონებში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით  გაზეთ „კორიერე დელა სერასთან“ ინტერვიუში განაცხადა. 
როგორც პუტინმა აღნიშნა,  რუსეთი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მინსკის შეთანხმება შესრულდეს. 
"მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ რუსეთი დაინტერესებულია და შეეცდება, უზრუნველყოს მინსკის შეთანხმების სრული და უპირობო იმპლემენტაცია. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ამ კრიზისის გადაჭრის სხვა გზა არ არსებობს. პრობლემა ისაა, რომ კიევის ამჟამინდელ ხელისუფლებას აღმოსავლეთ რეგიონების წარმომადგენლებთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომაც კი არ უნდა და ამ შემთხვევაში ჩვენ ვერაფერს ვიზამთ. ამ სიტუაციაში გავლენის მოხდენა მხოლოდ ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს შეუძლიათ. ჩვენ არ უნდა გვემუქრებოდნენ სანქციებით, რადგან ჩვენ არაფერ შუაში ვართ,“ - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
ოცნებამ პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები "გრანტების შესახებ" კანონში
ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი მიანიჭა
ოპოზიციური ალიანსი: გალში მცხოვრებ ქართველებს მშობლიურ ენაზე სწავლა ეკრძალებათ და „ოცნების“ პარტია მათ არ იცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics