20:40 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-03 11:07:19, 1068 ნახვა

მსოფლიო
FIFA-ს ახლადარჩეული პრეზიდენტი თანამდებობას ტოვებს

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის FIFA-ს ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

ბლატერის განცხადებით, ახალ პრეზიდენტს უახლოეს ხანებში აირჩევენ. თავად საკუთარ კანდიდატურას არ წარმოადგენს, თუმცა არჩევნებამდე FIFA-ს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იქნება.

„იმის მიუხედავად, რომ ფედერაციის წევრებმა ახალი მანდატი მომანიჭეს, ხელახლა ამირჩიეს პრეზიდენტად, როგორც ჩანს, ამ მანდატს მხარს ფეხბურთის სამყაროში ყველა არ უჭერს - გულშემატკივრები, კლუბები, ფეხბურთელები. ამიტომ მოვიწვევ კონგრესს და დავთმობ ჩემს უფლებამოსილებებს“, - განაცხადა იოზეფ ბლატერმა.

როგორც ცნობილია, ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის სპონსორები პრეზიდენტის პოსტის დატოვებასთან დაკავშირებით ბლატერის გადაწვეტილებით კმაყოფილები არიან.

გავრცელებული ცნობით კი შეერთებულ შტატებში კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით ბლატერის ჩართულობის თაობაზე გამოძიებას ჩაატარებენ.

გასულ კვირას იოზეფ ბლატერმა FIFA-ს პრეზიდენტის არჩევნებში გაიმარჯვა. მისმა ერთადერთმა კონკურენტმა, იორდანიის პრინცმა ალი ბინ ალ-ჰუსეინმა არჩევნების პირველი ტურის შემდეგ კანდიდატურა მოხსნა.

არჩევნები კორუფციული სკანდალის ფონზე გაიმართა. შვეიცარიის სამართალდამცავმა ორგანოებმა ქრთამის აღების ბრალდებით ორგანიზაციის შვიდი მაღალჩინოსანი დააკავეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics