12:10 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-28 10:23:28, 781 ნახვა

სამხედრო
ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში საერთაშორისო კვირეული დასრულდა

დავით აღმაშენებლის სახელობის  ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში საერთაშორისო კვირეული დასრულდა.

ღონისძიების დასკვნით ცერემონიალს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე გოჩა რატიანი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და მისი მოადგილე ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრნენ. მათ ქართველ იუნკერებსა და უცხოური სამხედრო სასწავლებლების მსმენელებს სიტყვით მიმართეს და კვირეულში მონაწილეობისთვის შესაბამისი სერთიფიკატები გადასცეს.

ცნობისთვის, საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, ეროვნულ თავდაცვის აკადემიას  აშშ-ის, გერმანიის, ლატვიის, ლიტვისა და პოლონეთის სამხედრო სასწავლებლების კურსანტები სტუმრობდნენ. ქართველ იუნკერებთან ერთად, უცხოელმა კურსანტებმა სხვადასხვა სახის აკადემიურ და კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.

ახალგაზრდებმა სსიპ სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ და პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლა მოინახულეს და  მათ შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნენ.

საერთაშორისო კვირეულის მიზანს უცხოური სამხედრო სასწავლებლების მსმენელთათვის ეროვნული თავდაცვის აკადემიის და ზოგადად, საქართველოს გაცნობა წარმოადგენდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics