14:58 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-27 15:25:12, 514 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ ყარაულაშვილი ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაციაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ არჩილ ყარაულაშვილმა შეხვედრა გამართა სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელთან ტედ უაითსაიდთან.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ნატოს შორის სახალხო დიპლომატიის საკითხებზე თანამშრმლობის პერსპექტივები და ამ მიმართულებით უახლოეს პერიოდში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა უკრაინაში და მთლიანად რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე მზარდი რუსული პროპაგანდის კონტექსტში ნატოს წევრ ქვეყნებთან სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებზე თანამშრომლობის მნიშვნელობასა და ერთობლივი ძალისხმევის მობილიზებას.

სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ალიანსის აქტიური მხარდაჭერისთვის.

თავის მხრივ, ტედ უაითსაიდმა განსაკუთრებით აღნიშნა ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი და ნატოს საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ სამაგალითოდ გაწეული სამსახური. ამასთან, მან დადებითად შეაფასა ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეული წარმატებები და კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მიმართ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics