2016-12-28 13:39:56, 1645 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
ე.წ. ბორბლებზე მყოფ სავაჭრო ობიექტებს, პარკირების ადგილზე რეგულაციები უწესდებათ
თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, ე.წ. ბორბლებზე მყოფ სავაჭრო ობიექტებს, პარკირების ადგილზე რეგულაციები უწესდებათ.
როგორც ლექვინაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბოლო პერიოდში თბილისის ქუჩებში ე.წ. ბორბლებზე მყოფი სავაჭრო ობიექტები მომრავლდა, რომლებიც იერსახეს აზიანებენ.
„ბოლო პერიოდში თბილისის ქუჩებში ნამდვილად მომრავლდა ე.წ. ბორბლებზე მყოფი სავაჭრო ობიექტები, რომლებიც ქუჩების იერსახეს აზიანებენ. აქამდე ამ კუთხით არანაირი შეზღუდვა არ იყო, ახალი წლის მერე აუცილებლად ამოქმედდება შეზღუდვა, მათ შეეძლებათ, იჯარით აიღონ სასურველი ტერიტორია და გააგრძელონ საქმიანობა. ისინი ახლა ეწევიან ეკონომიკურ საქმიანობას და არანაირ გადასახადს არ იხდიან, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს თემა აუცილებლად საჭიროებს მოწესრიგებას“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან