06:07 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-26 15:46:50, 1120 ნახვა

კომენტარი
ცეკვავა: სამართლებრივი სტატისტიკის შესახებ მონაცემებს „საქსტატი“ შსს-დან იღებს და ყოველ კვარტალურად აქვეყნებს

სამართლებრივი სტატისტიკის შესახებ მონაცემებს „საქსტატი“ შესაბამისი უწყებებიდან იღებს და ყოველ კვარტალურად საკუთარ საიტზე აქვეყნებს, - ამის შესახებ საქართველოს „საქსტატი“-ს დირექტორის მოადგილემ თენგიზ ცეკვავამ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისივე თქმით, აღნიშნული მონაცემები ქვეყნდება და ხელმისაწვდომია საქსტატის ვებსაიტზე.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს სისტემატიურად, კვარტალური პერიოდულობით აწვდის მონაცემებს სამართლებრივი სტატისტიკის შესახებ, რაც განსაზღვრულია ქვეყნის მთავრობის მიერ სტატისტიკურ სამუშაოდ სახელმწიფო პროგრამაში მოცემული პირობებით. აღნიშნული პროგრამა გულისხმობს კვარტალური პერიოდულობით ზუსტ თარიღებში სტატისტიკური მონაცემების გამოყენებას. აღნიშნული მონაცემები ქვეყნდება და ხელმისაწვდომია საქსტატის ვებსაიტზე", - განაცხადა ცეკვავამ.

შეგახსენებთ, რომ დანაშაულის სტატისტიკის შესახებ განცხადება გუშინ პარლამენტში გაკეთდა. ოთარ კახიძემ განაცხადა, რომ რასაც არეგისტრირებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, შემდეგ არ აქვეყნებს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics