2016-11-21 19:26:28, 899 ნახვა
სამხედრო
ვახტანგ კაპანაძე ნატო-ში საქართველოს მთავარი სამხედრო წარმომადგენელი იქნება
შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ნატო-ში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მთავარი სამხედრო წარმომადგენელი იქნება.
ინფორმაცია ჟურნალისტებს თავად კაპანაძემ დაუდასტურა.
"მე ვარ სამხედრო მოსამსახურე. შევასრულებ ქვეყნისთვის სამსახურს. არის შემოთავაზება ნატო- ში მთავარ სამხედრო წარმომადგენლობაზე.იქ დარწმუნებული ვარ, ნამდვილად ბევრ კარგ სასიკეთო საქმეს გავაკეთებ", - აღნიშნა კაპანაძემ.
იგი ამ დრომდე შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პოსტს იკავებს, თუმცა, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ დაადასტურა, რომ მას აღნიშნულ თანამდებობაზე ვლადიმერ ჩაჩიბაია ჩაანაცვლებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან