2015-03-20 19:36:56, 368 ნახვა
პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრი საქართველოში აშშ-ის ელჩს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ საქართველოში აშშ-ის ელჩს რიჩარდ ნორლანდს უმასპინძლა. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები - გოჩა რატიანი, ლევან ღირსიაშვილი და აშშ-ის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი მეთიუ დიმიკი დაესწრნენ.
შეხვედრაზე საუბარი აშშ-საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს შეეხო. ყურადღება გამახვილდა სამხედრო-პოლიტიკურ სფეროში ურთიერთობაზე. მხარეებმა თავდაცვის სფეროში აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
მათ უელსის სამიტზე მიღებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების საკითხებზე და აღნიშნულ პროცესში აშშ-ის ჩართულობაზე იმსჯელეს. საქართველოს თავდაცვის უწყების პრიორიტეტების განხილვისას აშშ-ს ელჩმა ქართულ მხარეს მხარდაჭერა აღუთქვა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან