13:50 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-12 15:06:53, 414 ნახვა

საზოგადოება
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

თბილისის პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც პარლამენტის შენობიდან  "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები-გოკა გაბაშვილი და გიგა ბოკერია გამოვიდნენ.

მათ ადგილზე მისული "თავისუფალი თაობის" წევრები ფიზიკურად  დაუპირისპირდენ. ჩხუბში "თავისუფალი ზონის" აქციის მონაწილეებიც ჩაერთნენ.

პოლიციამ ინციდენტში მონაწილე რამდენიმე პირი დააკავა. მათ შორის "თავისუფალი თაობის" ლიდერი ლადო სადღობელაშვილი და "თავისუფალი ზონის" წევრი ფარნაოზ ჭკადუა.

 პარლამენტის შენობასთან ამწუთებში სიტუაცია განმუხტულია, თუმცა მთავრობის  ეკონომიკური გუნდის გადადგომის მოთხოვნით  აქცია კვლავ გრძელდება.
ცნობისთვის, პარლამენტში  ეკონომიკური გუნდის მინისტრების საკომიტეტო მოსმენა იწყება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics