14:30 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-10 11:15:03, 517 ნახვა

პოლიტიკა
რეგლამენტით მთავრობას არ აქვს ვალდებულება, პარლამენტის რიგგარეშე სხდომას დაესწროს

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის განცხადებით, რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის რიგგარეშე  სხდომაზე მთავრობის მისვლის შესახებ გადაწყვეტილება კანონმდებლებმა თავადვე, კენჭისყით უნდა გადაწყვიტონ.

რაც შეეხება ოფიციალურ აქტს რიგგარეშე სხდომის დანიშვნის შესახებ, გიორგი მარგველაშვილს ის ჯერ არ გამოუცია.

"პრეზიდენტს უფლება აქვს,  რომ ჩანიშნოს რიგგარეშე სხდომა, მაგრამ რეგლამენტის მიხედვით, მთავრობას ვერ დაავალდებულებ, რომ დაესწროს ამ რიგგარეშე სხდომას. მთავრობას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება,  თავისი ნება გამოამჟღავნოს და მოვიდეს, მაგრამ რეგლამენტით ვალდებულება მთავრობას, რომ დაესწროს  ასეთ სხდომას, არ აქვს. ჩვენ სავარაუდოდ,დავდგებით იგივე რეალობის წინაშე, როდესაც სხდომა იყო მოწვეული, თუმცა პარლამენტი ვერ შეირკიბა ქვორუმის არ არსებობის გამო",-განაცხადა გიორგი კახიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics