10:46 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-10 18:18:56, 1031 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი  იაცენიუკმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

იაცენიუკმა გადადგომის შესახებ საგანგებო მიმართვაში განაცხადა.

იაცენიუკის განცხადებით, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი ხელოვნურად გამოიწვიეს, რადგან ერთი ადამიანის გადაყენების სურვილმა პოლიტიკოსები დააბრმავა.

”ყველაფერს ვაკეთებ სტაბილურობისთვის და ამიტომ გადავცემ ჩემს მოვალეობებს უკრაინის მოქმედ მთავრობას.“ - განაცხადა  იაცენიუკმა.

იაცენიუკის განმარტებით, უკრაინის პარლამენტი მისი გაგადგომის საკითხს შემდეგი კვირის დასაწყისში განიხილავს.

 „სამშაბათს, 12 აპრილს, გადადგომის შესახებ განცხადება შევა უმაღლეს რადაში“ - აღნიშნა არსენ იაცენიუკმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ირანმა შესაძლოა ჰორმუზის სრუტის ნაწილი გახსნას, თუმცა არსებობს ერთი პირობა, - Reuters
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics