|
2026-02-20 18:17:01, 564 ნახვა
პოლიტიკა
ზელენსკი: ჩვენი მხრიდან უკვე კომპრომისია ის, რომ აგრესორთან კომპრომისზე ვსაუბრობთ
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინის მხრიდან უკვე კომრომისია რუსეთთან - აგრესორთან საუბარი. " ჩვენ მზად ვართ რეალური კომპრომისებისთვის. მაგრამ არა ისეთი კომპრომისებისთვის, რომლებიც ჩვენს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს დააზიანებს. მზად ვართ კომპრომისებზე საუბრისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მაგრამ აღარ ვაპირებთ რუსებისგან ისევ და ისევ ულტიმატუმების მიღებას. ისინი აგრესორები არიან. ეს ყველამ აღიარა. ეს არ შეცვლილა. ბევრი ქვეყანა, რომელიც ამ ომის დასაწყისშივე შუამავალი იყო ან ცდილობდა შუამავლობას - განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში, ასევე სხვა ქვეყნებიც - ყველა აღიარებს, რომ რუსეთი აგრესორია. ამიტომაც ჩვენი მხრიდან უკვე კომპრომისია, რომ აგრესორთან კომპრომისებზე ვსაუბრობთ. "დავრჩეთ იქ, სადაც ახლა ვართ" - ეს უკვე დიდი კომპრომისია. მათ ჩვენი ტერიტორიის თითქმის 20% დაიკავეს. და ჩვენ მზად ვართ მშვიდობაზე ვისაუბროთ ამ ეტაპზე სწორედ პრინციპით - "დავრჩეთ იქ, სადაც ვართ". ეს ძალიან დიდი კომპრომისია. რას გვთავაზობს რუსეთი კომპრომისად? რაზე არიან ისინი მზად? ისინი ამბობენ: "მზად ვართ აღარ დავიკავოთ თქვენი სხვა რეგიონები". მაგრამ ეს ტერორიზმია. თვით ეს ენა არის ტერორიზმი. "მზად ვარ არ მოგკლა - მოგვცით ყველაფერი“. რას ნიშნავს ეს? ეს კომპრომისი არ არის. ეს ულტიმატუმია. ამიტომაც ვთქვი: ჩვენ მზად ვართ ისეთი კომპრომისებისთვის, რომლებიც პატივს სცემს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენს არმიას, ჩვენს ხალხს და ჩვენს შვილებს. მაგრამ ულტიმატუმებისთვის მზად არ ვართ", - წერს ზელენსკი X-ზე.
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)