19:32 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-23 12:24:59, 1059 ნახვა

მსოფლიო
ბელგიის პოლიციამ ტერაქტებში ეჭვმიტანილების ვინაობა დაასახელა

ბელგიის პოლიციამ ბრიუსელის ტერაქტში მონაწილე ეჭვმიტანილების ვინაობა დაასახელა, - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

როგორც მედია საშუალება იტყობინება, თავდასხმა სავარაუდოდ 2 ძმამ ჰალიდ და ბრაჰიმ ელ-მაკრაუიმ განახორციელა. 27 და 30 წლის ძმები ბელგიის პოლიციისთვის ცნობილი იყვნენ. მათ 15 მარტის ჩატარებული სპეც-ოპერაციის შემდეგ ეძებდნენ.

Interfax-ის ცნობით, მესამე ეჭვმიტანილის ვინაობაცაა ცნობილი. ბელგიის პოლიციამ მისი ფოტოსურათიც გამოაქვეყნა. მისი სახელია ნაზიმ ლააშრაუი, რომელიც პარიზის ტერაქტებისთვის ასაფეთქებელი მოწყობილობების შექმნაშიც არის ეჭვმიტანილი.

აღსანიშნავია, რომ ბელგიის პოლიციამ დღეს დილით გაავრცელა სამი ეჭვმიტანილის ვიდეომასალა, რომელიც სათვალთვალო კამერამ ბრიუსელის აეროპორტში ტერაქტებიდან ცოტა ხნით ადრე დააფიქსირა.

გავრცელებული ცნობით, მათგან ორი მკვდარია, მესამეს კი ამ დრომდე ეძებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SOLO-ს მხარდაჭერით, თბილისი თანამედროვე ხელოვნების პირველ საერთაშორისო აუქციონს უმასპინძლებს
ადამიანის უფლებათა კომისარს მოუწოდეს გამოიძიოს ივანიშვილის რეჟიმის პრაქტიკა, გააშიშვლონ პატიმარი ქალები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics