20:42 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-19 14:49:21, 1593 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ქალი მეწარმეებისთვის ვორკშოპი გაიმართება

საქართველოს ბანკი ქალი მეწარმეების მხარდაჭერას და მათთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით, პლატფორმა ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში, 25 აგვისტოს, 17:00 საათზე,  ინტერაქციული ვორკშოპი გაიმართება.

ვორკშოპი “სტრატეგიული დაგეგმარება და აღსრულება” ქალ მეწარმეებს შესაძლებლობას მისცემს, ბიზნესის მიზნები სწორად ჩამოაყალიბონ და მათ მისაღწევად ეფექტიანი სამოქმედო გეგმა შეიმუშაონ.

ვორკშოპს ალექსი გიჯაშვილი, AgileSchool-ის აღმასრულებელი დირექტორი გაუძღვება.

ღონისძიების ერთ-ერთი საკვანძო საკითხებია:

  • OKR-ებისა და KPI-ების მიზანი და მათი გამოყენება სტრატეგიის დაგეგმვის პროცესში;
  • QBR მიდგომის არსი და მისი როლი ბიზნესპროცესების გაუმჯობესებაში.

ვორკშოპზე მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ, დისკუსიაში ჩაერთონ და სპიკერთან ერთად სხვადასხვა ბიზნესქეისი განიხილონ.

ვორკშოპზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს. შეხვედრა საქართველოს ბანკის 4B სივრცეში, ალექსანდრე ყაზბეგის N15-ში შედგება.

აღსანიშნავია, რომ ვორკშოპი ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360° პლატფორმის ნაწილს წარმოადგენს. ბიზნეს 360° აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო რესურსები, ინდივიდუალური პროგრამები, შეთავაზებები, სექტორული ანალიზები და სხვა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics