21:50 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-17 19:16:28, 442 ნახვა

პოლიტიკა
დავით საგანელიძე: პრეზიდენტმა კოალიციის თხოვნა არ გაითვალისწინა

„პრეზიდენტმა კოალიციის თხოვნა არ გაითვალისწინა“, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით საგანელიძემ  პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიერ უზენაესი სასამართლოს თავჯდომარეობის კანდიდატის დასახელება.
მისივე განმარტებით, კოალიცია „ქართული ოცნების“ შეთავაზება იყო, რომ პრეზიდენტს აღნიშნული პოსტის დასაკავებლად რამოდენიმე კანდიდატურა დაესახელებინა.
 „ჩვენს მიერ შეთავაზებული წინადადება, რომ მის მიერ დასახელებული ყოფილიყო 2–3 კანდიდატურა მაინც, რათა უმრავლესობას, კოალიციას ჰქონოდა საშუალება მათ შორის საუკეთესო ამოერჩია. ეს კანდიდატურა კოალიციაში განხილული იქნებოდა და შესაბამისად, მას ექნებოდა ინფორმაცია კოალიციის მოსაზრების თაობაზე, რის შემდეგაც ალბათ უმჯობესი იქნებოდა მას უკვე ოფიციალური განცხადება გაეკეთებინა და ოფიციალურად წარმოედგინა ეს კანდიდატი. სამწუხაროდ მარგველაშვილმა შეთანხმების ეს ნაწილი უარყო“, – აღნიშნა საგანელიძემ.
მისივე თქმით, კოალიციაში  აღნიშნულ საკითხს განიხილავენ.
ცნობისთვის, გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავჯდომარეობის პოსტის დასაკავებლად ნინო გვენეტაძის კანდიდატურა დაასახელა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics