12:38 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-14 19:59:14, 1172 ნახვა

მსოფლიო
თურქეთმა სირიაში ქურთების პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა

თურქეთმა სირიაში ქურთების პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა. ადგილობრივი დამკვირვებლების განცხადებით დაღუპულია 2 მებრძოლი.

ანკარამ სირიელი ქურთებს ქალაქ ალეპოს ჩრდილოეთით დაკავებული ტერიტორიების, მათ შორის მენაჰის საჰაერო ბაზის დატოვება არაერთხელ მოსთხოვა და საჭიროების შემთხვევაში მათ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის ჩატარება არ გამორიცხა.

ანკარას სირიაში მოქმედი ქურთთა დემოკრატიული კავშირი ტერორისტულ ორგანიზაციად აქვს აღიარებული.

თურქეთის პოზიციას სირიელ ქურთებთან მიმართებაში არ ეთანხმებიან ვაშინგტონში. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა თურქეთს ქურთთა პოზიციებზე იერიშებისგან თავის შეკავება ურჩია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics