2023-09-08 16:12:22, 1294 ნახვა
რეგიონი
კასპის მერიამ მოსწავლეებს სპორტული ინვენტარი გადასცა
კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ საფეხბურთო სკოლის, კალათბურთის, კარატეს, კინგბოქსის, ჭადრაკის, რაგბის, ჭიდაობის და ათლეტიზმის წრის მოსწავლეებს სპორტული ინვენტარი შეუძინა, რომელიც მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, მერის მოადგილემ ზურაბ კოპაძემ და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა გადასცეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, მუნიციპალიტეტის მერი შეხვდა მწვრთნელებსა და მშობლებს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
„როგორც ვახტანგ მაისურაძემ აღნიშნა, მუნიციპალიტეტის პრიორიტეტებიდან გამომდინარე ჯანმრთელი თაობისა და წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობისა და მხარდაჭერის მიზნით, მუნიციპალიტეტში აგრძელებს სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),