09:10 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-20 11:12:17, 1264 ნახვა

სამხედრო
ბრიტანული დაზვერვა - უკრაინა იგერიებს დონბასში რუსეთის მრავალ თავდასხმას

უკრაინის ჯარებმა მოიგერიეს რუსული არმიის შეტევის მრავალი მცდელობა; - ამის შესახებ, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვამ განაცხადა. მათი დაკვირვებით, ყველაზე აქტიური მოვლენები დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში მიმდინარეობს. 

 ბრიტანული დაზვერვის ძირითადი დასკვნის მიხედვით, რუსეთი დაბომბვას აგრძელებს დონბასის უკრაინის მიერ კონტროლირებად ნაწილსა და ოკუპირებულ რეგიონებს შორის კონტაქტის ხაზს შორის, ასევე ამ ხაზის  გაძლიერება ხდება.

მათივე ინფორმაციით, რუსეთის ქმედებებს ჯერ კიდევ აფერხებს ის „ბუნებრივი, ლოგისტიკური და ტექნიკური სირთულეები“, რომელიც მან უკვე განიცადა ამ ომის დროს. 
ბრიტანელი სამხედროები ასევე აღნიშნავენ, რომ უკრაინელები, რომლებიც მათ წინააღმდეგობას უწევენ, ძალიან მოტივირებულები არიან;

რუსეთი ალყაშემორტყმულ მარიუპოლში „განურჩეველ თავდასხმებს“ მიმართავს. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ეს მიუთითებს მოსკოვის უუნარობაზე გადაჭრას თავისი პრობლემები საჭირო სისწრაფით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics