2021-05-24 14:44:49, 1064 ნახვა
კომენტარი
სალომე ზურაბიშვილი - ბელარუსში „რაინეარის“ რეისის იძულებით დაშვება და ჟურნალისტის დაკავება მიუღებელია
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ათენი-ვილნიუსის რეისის მიმართულების შეცვლისა და ჟურნალისტ რომან პროტასევიჩის დაპატიმრების ფაქტს ეხმაურება.
როგორც პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, მიუღებელია „რაინეარის“ რეისის იძულებით დაშვება ბელარუსში და ჟურნალისტის დაკავება.
„ამით დაირღვა ძალიან ბევრი საერთაშორისო ნორმა, რომლის უგულებელყოფაც შეუძლებელია“, - წერს ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, მინსკში ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი დააკავეს. Ryanair- ის თვითმფრინავი, რომელშიც ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი იმყოფებოდა, ბელარუსის აეროპორტში ავარიულად დაეშვა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,