2021-05-23 15:56:40, 595 ნახვა
კომენტარი
საია-ს თავმჯდომარე „ნამახვანჰესზე“ - სახელმწიფო ამ პროცესებს არ წარმართავს სწორად და არ უსმენს ადამიანებს
„სახელმწიფო ამ პროცესებს არ წარმართავს სწორად და არ უსმენს ადამიანებს“, - ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარემ ნიკოლოზ სიმონიშვილმა განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ არ ჩატარებულა საჯარო განხილვები და არ გამოკვეულა საჭირო გარემოებები.
„შეგვიძლია, ვთქვათ, რომ საჯარო განხილვები არც ჩატარებულა წესიერად. ამასთან, გარემოებები, რომლებიც უნდა გამოკვლეულიყო ჰესის მშენებლობამდე, არ გამოკვლეულა.
როდესაც ვსაუბრობთ ენერგოდამოუკიდებლობასა და უსაფრთხოებაზე, ეს არის მნიშვნელოვანი, ჩვენც თანაზიარები ვართ ამ იდეის.
აქ პრობლემა არის ის, რომ სახელმწიფო ამ პროცესებს არ წარმართავს სწორად, არ უსმენს ადამიანებს და არ იკვლევს ყველაფერს, რაც გამოსაკვლევია“, – განაცხადა ნიკოლოზ სიმონიშვილმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,