2015-09-17 19:07:37, 677 ნახვა
სამართალი
სასამართლო გიგი უგულავას პატიმრობიდან გათავისუფლების შუამდგომლობაზე მსჯელობს
თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავას პატიმრობიდან გათავისფულების შუამდგომლობას განიხილავს.
სხდომას მოსამართლე ლილი მსხილაძე უძღვება.
სასამართლო სხდომას ბრალდებული გიგი უგულავა ესწრება. გარდა ამისა, პროცესზე იმყოფება 7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებული ვანო მერაბიშვილი.
როგორც სხდომის დაწყებამდე ადვოკატებმა განაცხადეს, ისინი ელიან, რომ გიგი უგულავას უპირობოდ გაათავისუფლებენ, ვინაიდან, მათივე მტკიცებით, ყოფილი მერი უკანონ პატიმარია და ეს საკონსტიტუციო სასამართლომაც დაადასტურა.
პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 17:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან