2020-06-09 11:01:26, 17493 ნახვა
ომი უკრაინაში
ბოჭორიშვილის კლინიკაში 5 ახალი ინფიცირებულია მოთავსებული, მათგან 3 მედპერსონალია, 2 კი, საკარანტინე ზონიდანაა
ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით მათ კლინიკაში 5 ახალი ინფიცირებულია მოთავსებული, საიდანაც 3 მედპერსონალია, 2 კი საკარანტინე ზონიდანაა.
მისი თქმით, კლინიკის ბოქსირებულ სექტორში 54 პაციენტი მკურნალობს, საიდანაც 25 კორონავირუსით ინფიცირებულია.
„დღეს აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 54 პაციენტი. აქედან 25 არის კოვიდ დადასტურებული დიაგნოზით. 4 არის 18-წლამდე ასაკის, ერთია საყურადღებო პაციენტი. 5 პაციენტი არის ახალი. ორი არის იმპორტიერებული საკარანტინე ზონიდან. 3 არის მედპერსონალი. ეს არის ჩვენი კლინიკის მედპერსონალი“, - განაცხადა მაკა სოლოღაშვილი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,