2020-05-20 10:52:49, 11910 ნახვა
ომი უკრაინაში
ეზუგბაია - ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან 9 ბოლნისს, ხოლო 2 საკარანტინე სივრცეს უკავშირდება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან 9 ბოლნისს, ხოლო 2 საკარანტინე სივრცეს უკავშირდება.
მისი თქმით, მკურნალობაზე მყოფ პაციენტებსა და გამოჯანმრთელებულებს შორის სხვაობა 237-ს შეადგენს.
„დღევანდელი მონაცემებით, კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 226 პაციენტი. მკურნალობაზე მყოფ პაციენტებსა და გამოჯანმრთელებულებს შორის სხვაობა 237-ს შეადგენს. 11 ახალი ინფიცირებულიდან ყველა ცნობილი წყაროდანაა. 11-დან 9 ბოლნისიდანაა, რომელიც არიან სოფელ გეტადან და მუშევანიდან. ისინი არიან დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები. 2 შემთხვევა კი არის საკარანტინე სივრცეში, ოღონდ თვითიზოლაციაში მყოფი 2 პაციენტი“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან