13:20 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-18 21:38:57, 13867 ნახვა

ომი უკრაინაში
ალექსანდრე მოწერელია - ამ ეტაპზე ზუგდიდის ჩაკეტვა არ განიხილება

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ზუგდიდში სამეგრელოს ეპიდსიტუაციის შეფასებისას აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ქალაქის ჩაკეტვა არ განიხილება, რადგან ინფიცირებულების კონტაქტები მიკვლევადია. რწმუნებულის კომენტარს მისივე პრესსამსახური ავრცელებს. ალექსანდრე მოწერელიას განმარტებით ზომების გამკაცრება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგება, თუ იქნება შემთხვევა როცა კონტაქტების გამოკვლევა შეუძლებელი იქნება:

„ჩაიკეტება თუ არა, რთული სათქმელია, თუმცა თუ გავრცელება იქნება, ეს საკითხი დადგება დღის წესრიგში. მაგრამ დღეის მონაცემებით, ყველა ის ინფიცირებული, ვინც გვყავს რეგიონში, მნიშვნელოვანია ტრაილერის მძღოლის კლასტერი, ჯერჯერობით ყველა კონტაქტი პრაქტიკულად ჯერჯერობით, არის მიკვლევადი. შესაბამისად, ვინაიდან კონტატქები არის მიკვლევადი, ეს ადამიანები გადაგვყავს კარანტინში. თუ გვექნება ისეთი მოცემულობა, როგორიც გვქონდა სპორტსმენის შემთხვევაში, როდესაც ვერ დგინდებოდა კონტაქტები, მაშინ ზომების გამკაცრება დღის წესრიგში დადგება.

მძღოლის კლასტერს რომ დავუბრუნდეთ, 10 შემთხვევა გვაქვს დადასტურებული ამჟამად. მძღოლთან არის დაკავშირებული 6 შემთხვევა. რა თქმა უნდა, ყველა ის კონტაქტი, რომელიც ამ 6 ადამაინს ჰქონდა, გადის შემოწმებას. იქ, სადაც თვლიან მედიკოსები, რომ ეს ხალხი იქნენ გადაყვანილი ან კარანტინში, ან იზოლაციაში, ყველა ეს ღონისძიება ხორციელდება. ჯერჯერობით ეს კონტაქტები არის მიკვლევადი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა რწმუნებულმა.

15 მაისს ზუგდიდში ტრაილერის მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა. 16 მაისს, კორონავირუსი დაუდასტურდა მის დედას და 2 შვილს. 17 მაისს მძღოლის კლასტერიდან კიდევ 3 პირს დაუდასტურდა ვირუსი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics