2020-05-17 10:42:47, 15612 ნახვა
ომი უკრაინაში
ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა, თუმცა კვლავ მძიმეა
ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა, თუმცა კვლავ მძიმეა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, საავადმყოფოში ამჟამად 31 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, აქედან 8 გუშინ დაემატა.
„ჩვენ ცენტრში დღესდღეობით 31 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან გუშინ 8 ახალი დადასტურებული გვყავდა. გამოჯანმრთელდა მხოლოდ 3 პაციენტი, გვყავს 31 პაციენტი. ერთი კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და კრიტიკულად აღარ განიხილება, თუმცა ის კვლავ მძიმეა, რადგან გარკვეულწილად ჟანგბადის მიწოდებას საჭიროებს. ვნახოთ რამდენიმე დღე და საბოლოო პროგნოზს ვიტყვით ამ პაციენტის მომავალში“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან