18:19 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-07 10:49:08, 5714 ნახვა

ომი უკრაინაში
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტის მდგომარეობა ისევ კრიტიკულია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტის მდგომარეობა ისევ კრიტიკულია.

მისი თქმით, პაციენტი ერთი კვირაა მათ საავადმყოფოშია მოთავსებული და მისი მდგომარეობის სტაბილიზაცია ჯერჯერობით არ მომხდარა.

„5 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ყველას წყარო ცნობილია. აქედან 3 საკარანტინე სივრციდანაა და მიმდინარეობს მათი კონტაქტების ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა.

ჩვენს ცენტრში ახალი დადასტურებული პაციენტი არ მიგვიღია. ამ ეტაპზე გვყავს 47 დადასტურებული პაციენტი, რადგან გუშინ ოთხმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა კლინიკა. დღესდღეობით გვყავს 79 გამოჯანმრთელებული პაციენტი. 47 პაციენტიდან ერთის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია. ეს პაციენტი უკვე ერთი კვირაა რაც ჩვენთან იმყოფება და არის ჟანგბადდამოკიდებული. მისი მდგომარეობა მძიმეა როგორც ასაკით, ასევე თანარსებული დაავადებებით. ამ ერთი კვირის განმავლობაში სტაბილიზაცია არ მიგვიღია.

დაგვრჩა მხოლოდ ერთი მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი, ხოლო დანარჩენების მდგომარეობა გაუმჯობესებულია. ძირითადად საშუალო და მსუბუქი მდგომარეობის პაციენტები გვყავს“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics