23:24 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-28 19:46:37, 13670 ნახვა

ომი უკრაინაში
საფრანგეთის პრემიერი - კორონავირუსის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა ერთ თვეში 62 000 სიცოცხლე გადაარჩინა

კორონავირუსის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა ერთ თვეში 62 000 სიცოცხლე გადაარჩინა, - ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ედუარდ ფილიპმა განაცხადა.

როგორც ქვეყნის პრემიერმა აღნიშნა, საკარანტინო შეზღუდვების შენარჩუნება რისკია ეკონომიკისთვის, ამიტომ ეტაპობრივად უნდა დაიწყოს აღნიშნული ზომების შემსუბუქება.

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, საფრანგეთის მთავრობის მეთაურმა თქვა, რომ ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა დაიწყონ და ისწავლონ ვირუსთან ერთად ცხოვრება, ასევე მისგან თავის დაცვა.

ცნობისთვის, საფრანგეთის მთავრობას სურს, რომ 11 მაისის შემდეგ ყოველკვირეულად სულ მცირე 700 000 ტესტირება ჩაატაროს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics