11:01 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-14 10:46:56, 6458 ნახვა

ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, გუშინ, დღე-ღამის განმავლობაში, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 6 ახალი პაციენტი შეიყვანეს, საიდანაც 4 მოზარდია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, გუშინ, დღე-ღამის განმავლობაში, ინფექციურ საავადმყოფოში 6 ახალი პაციენტი შეიყვანეს, საიდანაც 4 მოზარდია.

მისი თქმით, ამ დროისთვის პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ბოლო 24 საათში დაგვემატა 30 დადასტურებული შემთხვევა და დღეს დილისთვის 296 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან ქვეყნის მასშტაბით, 68 გამოჯანმრთელებულია. ამ 296-დან 84 პაციენტი ჩვენია, ხოლო გამოჯანმრთელებული 45 პაციენტია ჩვენი. ამ ეტაპზე კოვიდ ცენტრებში 228 პაციენტი მკურნალობს.

ჩვენთან გუშინ დღე-ღამის განმავლობაში 6 პაციენტი დაგვემატა. ქობულეთის კლასტერიდან შემოვიდა 5 პაციენტი, საიდანაც ერთი მოზრდილი და 4 მოზარდია. მათი მდგომარეობა ჯერჯერობით დამაკმაყოფილებელია და იმედი გვაქვს ასე გაგრძელდება. ერთი შემოგვემატა სხვა კლასტერიდან. სულ 2 კლასტერია ჩვენთან, ერთი ქობულეთის და მეორე ჩემთვის უცნობია“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ირანმა შესაძლოა ჰორმუზის სრუტის ნაწილი გახსნას, თუმცა არსებობს ერთი პირობა, - Reuters
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics