19:04 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-22 02:08:42, 6519 ნახვა

სხვადასხვა
რა ქნა ერეკლე მეორეს ოჯახმა მისი გარდაცვალების შემდეგ, რომ პანდემია არ გავრცელებულიყო

1798 წლის 11 იანვარს თელავში გარდაიცვალა საქართველოს პრაქტიკულად უკანასკნელი მეფე ერეკლე მეორე, რომელიც მოსახლეობაში უდიდესი სიყვარულით და პატივისცემით სარგებლობდა. სამწუხაროდ, იმ პერიოდში აღმოსავლეთ საქართველოში, როგორც ქართლში, ისე კახეთში შავი ჭირი მძვინვარებდა, რომლის კიდევ უფრო გავრცელებისათვის შეიძლება ხელი შეეწყო მეფის გასვენებაში ათასობით ადამიანის თავმოყრას. ეს საშიშროება კარგად შეაფასა პატარა კახის ოჯახმა და მეფის დაკრძალვა მეორმოცე დღემდე გადასწია, რათა ქვეყანაში ეპიდსიტუაცია ოდნავ მაინც გაუმჯობესებულიყო. ერეკლე მეორე მხოლოდ 21 თებერვალს იქნა მცხეთაში დაკრძალული. სხვათაშორის მეფე თბილისში არ შეუბრძანებიათ და არ დაუსვენებიათ, რათა ხელი არ შეეწყოთ შავი ჭირის ქალაქში გავრცელებისათვის.
იმედია დღესაც ერთად დგომით და სწორი მოქმედებებით საქართველო შეძლებს ამ მძიმე ეპიდსიტუაციიდან დროულ გამოსვლას. -
 ირაკლი მჭედლიშვილი - პროფესორი





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics