14:37 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-29 12:15:32, 1050 ნახვა

სხვადასხვა
ნიუ-იორკში Grammy-ის ცერემონია გაიმართა

ნიუ იორკში დღეს "გრემის" მე-60 დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, - ამის შესახებ 24TV იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, წელს შოუს ტრიუმფატორი ბრუნო მარსი გახდა. მან 6 გრემი მიიღო, მათ შორის წლის სიმღერისა და საუკეთესო ჩანაწერის კატეგორიაში. 

საუკეთესო პოპ სოლო შესრულებად ედ შირანის ჰიტი აღიარეს, მასვე გადაეცა "გრემი" საუკეთესო პოპ ალბომისთვის.

საუკეთესო რეპ შესრულებისთვის "გრემი" კენდრიკ ლამარს გადაეცა, მანვე აიღო ჯილდო საუკეთესო მუსიკალური ვიდეოსა და რეპ ალმობისთვის. მისი და რიანასერთობლივი შესრულება კი, საუკეთესო დუეტად დასახელდა. წლის აღმოჩენა, "გრემიზე" ალისია კარა გახდა. საუკეთესო როკ სიმღერა Foo Fighters-ს Run გახდა. 

"გრემი" ასევე Depeche Mode-მა, Rolling Stones-მა და2017 წელს გარდაცვლილმა კერი ფიშერმა აიღეს. პრემია რენდიუ ნიუმანმა სიმღერისთვის PUTIN აიღო, როგორც საუკეთესო არანჟირებისთვის. 

"გრემის" საიუბილეო, ლოს ანჯელესის ნაცვლად, წელს ნიუ იორკში ჩატარდა. უკვე ზედიზედ მეორედ ღონისძიებას ბრიტანელი მსახიობი ჯეიმს კორდენი უძღვებოდა.

სრული სიის სანახავად გადადით ბმულზე





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics