11:03 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-17 10:41:37, 424 ნახვა

საზოგადოება
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა ჯანმრთელობის გაკვეთილები განაახლა

აჭარის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლების ვიზიტები დაიწყო.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ცენტრიდან აცნობეს, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობის ღონისძიების ფარგლებში, აჭარის სკოლებში ისევ გრძელდება შეხვედრა–საუბრები VIII – XII კლასების მოსწავლეებთან. ჯანმრთელობის გაკვეთილების თემა ,,მავნე ჩვევებია“.

ამჯერად შეხვედრა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის N1 საჯარო სკოლაში შედგა. შეხვედრის მიზანი კომპეტენტური ინფორმაციის ფლობაა თამბაქოს, ალკოჰოლის, ნარკოტიკების მოხმარების მავნებლობის შესახებ; ასევე მოზარდთა დარწმუნება, რომ ყოველთვის არსებობს მავნე ჩვევაზე უარის თქმის იმაზე უკეთესი მიზეზი, ვიდრე დაწყებისა.

ცნობისთვის, გასულ წელს, ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის ღონისძიების ფარგლებში აჭარის სკოლებში 7000–ზე მეტი მოსწავლისათვის 337 შეხვედრა ჩატარდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
მუდმივად განახლებადი მობაილბანკი - საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
რუსეთის საგარეო: საქართველოს EU-ში გაწევრიანებით „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში მოხვდება
ზურაბიშვილი აბასთუმანის ცის დახურვაზე - დიქტატურა საქართველოში რუსულ მოდელსაც კი აჭარბებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics