17:41 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-11 15:34:44, 1555 ნახვა

კომენტარი
გოგა ხაჩიძე: ის, რომ BLACK SEA ARENA აშენდა ძალიან კარგია - სიამოვნებით ვიქნებოდი მისი დირექტორი

"ახალი პოლიტიკური ცენტრის - გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის გოგა ხაჩიძის განცხადებით, შავი ზღვის არენა სამართავად, კონკრეტული პირობებით, კერძო მმართველობას უნდა გადაეცეს.

როგორც "ექსპრენიუსთან" საუბრისას ხაჩიძემ განაცხადა, ბიუჯეტიდან კონცერტების დასაფინანსებლად თანხები სახელმწიფომ არ უნდა იხადოს, რადგან კერძო მმართველობა ბევრად უფრო მოქნილია. დეპუტატს სჯერა, რომ კერძო სექტორი ამ არენას აამუშავებს.

"პირადად მე მივიჩნევ შემდეგნაირად - შავი ზღვის არენა რომ აშენდა, არის ძალიან კარგი. დიდი მასშტაბის შოუების და წარმოდგენების გამართვა ან მასპინძლობა რომ შეგვეძლება, ეგეც ძალიან კარგია. მიშას რომ ძალიან მოსწონდა მაგის აშენება, არის კარგი. ბიძინამ რომ თავის ფულით ააშენა, მგონი 200 მილიონამდე დახარჯა, არის ძალიან კარგი. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის ამის სახელმწიფოსთვის გადაცემა-არგადაცემის საკითხი. ახლა უნდა გაკეთდეს შემდეგი რამ - ამის გაყიდვა რელევანტურად ფასად და იქ კომერციული ბიზნესის აწყობა, იქნება რთული, სახელმწიფომ არენა კონკრეტული პირობებით კერძო მმართველობას უნდა გადასცეს სამართავად. მას შემდეგ რაც გაპიარდება არენა და ივენთები ჩატარდება იქ, შემდეგ შეიძლება უკვე მოგებაზე ფიქრი. მე მაგალითად დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი ამ დარბაზის დირექტორი. სახელმწიფომ არ უნდა გადაიხადოს ფული კონცერტების დაფინანსებაში. არ შეიძლება ეს კულტურის სამინისტროს ჩავაბაროთ და მეორეს მხრივ, იქიდან რაღაც ჯაზ-ფესტივალები ბიუჯეტიდან აფინანსოს. კერძო ბიძნესი უფრო მოქნილი და კომერციულად უფრო აამუშავებს ამ არენას, მე ამის მჯერა", - განაცხადა ხაჩიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რეჟიმის აგენტების კანონი, წითელი ჯვრის და საფინანსო ინსტიტუტების გაცემულ გრანტებზე არ იმუშავებს
რადიკალებმა რომლებიც ბოლნისის მერიის თანამშრომლები არიან, ბიჭს აიათოლაზე დაწერილი პოსტის გამოც გაუსწორდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics