12:03 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-15 10:58:13, 700 ნახვა

სამხედრო
დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა სპორტულ-კულტურულ ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, 9 აპრილის სკვერში ფოტო-გამოფენა, კონცერტი, ეტლით მოსარგებლეთა სპორტული შეჯიბრება, ესტაფეტა, „ბოჩა“ და სხვადასხვა სახის სპორტული ღონისძიებები გაიმართა.

ღონისძიებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა, უფლებადამცველებმა, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა, მსახიობებმა და სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავებულმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს მონაწილეობა.

სპორტულ-კულტურულ შეჯიბრებებში რამდენიმე გუნდი მონაწილეობდა. გუნდის რიგებში ცნობადი სახეები იყვნენ. ერთ-ერთ სპორტულ ესტაფეტაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გუნდთან ერთად შეჯიბრებაში მსახიობი ანდრია გველესიანი მონაწილეობდა. საზეიმო ღონისძიების ბოლოს შეჯიბრებაში გამარჯვებულები სხვადასხვა სახის საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

ღონისძიება თბილისის მერიისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics