22:58 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-03 14:33:43, 761 ნახვა

რეგიონი
ჭითაწყარის საჯარო სკოლაში საგზაო უსაფრთხოების შესახებ შემეცნებითი გაკვეთილი ჩატარდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭითაწყარის საჯარო სკოლაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის" ორგანიზებით, საგზაო უსაფრთხოების შესახებ შემეცნებითი ბოლო გაკვეთილი ჩატარდა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის წარმომადგენლებმა, მოსწავლეებს ჩქაროსნულ მაგისტრალზე  საგზაო მოძრაობის წესები, საფრთხეების თავიდან აცილების მეთოდები და ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა გააცნეს.

ბავშვებს გადაეცათ შესაბამისი თემატური სახელმძღვანელოები, საინფორმაციო მასალები და მაგისტრალზე ქვეითთა უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელი ამრეკლი საშუალებები.

შეხვედრას საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. სამართალდამცველებმა მოსწავლეებს გზაზე გადაადგილებისას წესების დაცვისკენ მოუწოდეს.

სასწავლო წლის განმავლობაში, საგზაო უსაფრთხოების თემაზე გაკვეთილებს პროექტის "გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო" ფარგლებში, ჩქაროსნული გზატკეცილის მიმდებარე 15 სკოლის 1300-მდე მოსწავლე დაესწრო.

პროექტს "გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო" საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი და არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის" ახორციელებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics