15:32 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-24 10:53:41, 905 ნახვა

სამართალი
თამარ ფხოველიშვილი დაკავებულია

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“-ში 2013-2014 წლებში დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე, საქართველოს შს სამინისტროს ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დაკავებულია წყალმომარაგების კომპანიის ფინანსური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ძებნილი თამარ ფხოველიშვილი. 

უწყების ინფორმაციით, ამავე საქმეზე დაკავებულია შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ფულადი სახსრებისა და საკრედიტო რესურსების სამმართველოს ყოფილი უფროსი ნათია ნავროზაშვილი, რომელმაც თამარ ფხოველიშვილთან და მის მეუღლე ზურაბ ნუცუბიძესთან ერთად ჩამოყალიბებული ორგანიზებული ჯგუფის შემადგენლობაში, წყალმომარაგების კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხები მიითვისა.

შსს-ს ცნობით, თამარ ფხოველიშვილისა და ნათია ნავროზაშვილის მიმართ გამოძიება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება გრძელდება დანაშაულის სხვა შესაძლო თანამონაწილე პირთა გამოსავლენად.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics