23:51 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-31 14:17:37, 2638 ნახვა

სამართალი
ევროსასამართლომ ბავშვზე სექსუალური ძალადობის საქმის არაეფექტიანი გამოძიების გამო საქართველოს 10,000 ევროს გადახდა დააკისრა

სტრასურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ბავშვზე სექსუალური ძალადობის საქმზე - „X [კონფიდენციალური პირი] საქართველოს წინააღმდეგ“ არაეფექტიანი გამოძიების გამო, საქართველოს 10,000 ევროს გადახდა დააკისრა.

მამინაცვლის მხრიდან არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაზე საფარმა სტრასბურგში საქმე მოიგო.

"ეს არის პირველი წარმატებული საქმე სექსუალური ძალადობის დანაშაულების გამოძიებასთან დაკავშირებით, რომელშიც საქართველოში მიმდინარე გამოძიება ევროპულმა სასამართლომ არაეფექტურად შეაფასა და სახელმწიფოს მიერ კონვენციის მე-3 და მე-8 მუხლების დარღვევა დაადგინა.

2021 წელს არასრულწლოვანმა პოლიციაში განაცხადა მამინაცვლის მხრიდან ფიზიკური და სექსუალური ძალადობის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა ჩვენებები, ფსიქოლოგიური შეფასება და სხვა მტკიცებულებები, მას საქართველოში დაზარალებულის სტატუსიც კი არ მიანიჭეს.

გამოძიების უმოქმედობის გამო, საფარმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა, რომელმაც დაადგინა, რომ გამოძიება არაეფექტიანი და თავად ბავშვისთვის მატრავმირებელი იყო.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი:

წლების განმავლობაში გამოძიების უსაფუძვლო გაჭიანურებას;

 ბავშვისთვის დაზარალებულის სტატუსის არ მინიჭებას;

 დამატებითი ჩვენების მიღებაზე უარს;

 გაუმართლებელ და მატრავმირებელ სამედიცინო ექსპერტიზას;

 გამომძიებლის არაპროფესიონალურ კითხვებს, რომლებიც ბავშვს საკუთარი თავის დადანაშაულების განცდას უჩენდა.

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-3 (არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა) და მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემა) მუხლების დარღვევა.

ამავე გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს არასრულწლოვანის სასარგებლოდ 10,000 ევროს კომპენსაციის გადახდა დაეკისრა." - ნათქვამია ორგანიზაცია "საფარის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics