12:08 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-01 14:06:15, 931 ნახვა

ეკონომიკა
საუკეთესო მობილბანკი ქვეყანაში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში - საქართველოს ბანკმა Global Finance-ის ჯილდოები მიიღო

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა 2025 წლის „მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების“ ჯილდოს პირველი რაუნდის გამარჯვებულები გამოავლინა.  საქართველოს ბანკი კი როგორც ქვეყნის, ასევე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით, სამომხმარებლო სეგმენტში საუკეთესო მობილური აპლიკაციის ნომინაციებში გამარჯვებულად დაასახელა.

Global Finance საუკეთესო ციფრულ ბანკებს უკვე 26-ე წელია აფასებს. მისი მიზანი მსოფლიოს მასშტაბით წამყვანი ფინანსური ინსტიტუტების მიერ შექმნილი ინოვაციური და თანამედროვე ციფრული გამოცდილების წარმოჩენაა. წლევანდელ კონკურსში გამარჯვებულები გლობალური საკონსულტაციო და ტექნოლოგიური კომპანია Infosys-ის ექსპერტთა ჟიურის მიერ შეფასდა, საბოლოო სია კი გამოცემის რედაქციამ გამოავლინა.

„ციფრული ბანკინგის სწრაფი ტემპით განვითარებასთან ერთად, მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტები ხელოვნურ ინტელექტს, ღრუბლოვან ტექნოლოგიას და მობილურზე ორიენტირებულ სტრატეგიებს იყენებენ, რათა უწყვეტი, უსაფრთხო და მაღალპერსონალიზებული გამოცდილება უზრუნველყონ. Global Finance-ის 2025 წლის მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდოს გამარჯვებულები კი საბანკო სფეროში ინოვაციისა და ლიდერობის მაგალითებს აჩვენებენ“, – განაცხადა Global Finance-ის დამფუძნებელმა და რედაქტორმა ჯოზეფ ჯიარაპუტომ.

„Global Finance-ის მიერ მიღებული აღიარება, განსაკუთრებით საუკეთესო მობილბანკის კატეგორიებში, საქართველოს ბანკის ტექნოლოგიური ეკოსისტემის სიძლიერესა და მომხმარებელზე ორიენტირებულობას კიდევ ერთხელ ადასტურებს. ჩვენი მიზანია, მომხმარელებს შევთავაზოთ ისეთი გამოცდილება, რომელიც თანამედროვე ციფრულ სტანდარტებს სრულად შეესაბამება და მათ საჭიროებებს მაქსიმალურად პასუხობს, სწორედ ამიტომაც არ ვჩერდებით და წლიდან წლამდე ჩვენს ციფრულ პროდუქტებს ვაუმჯობესებთ“ – აღნიშნავს გიორგი ვახტანგიშვილი, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი.

აღსანიშნავია, რომ წელს საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე ჯამში 34 ჯილდო მიიღო.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics