09:11 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-12 12:41:45, 611 ნახვა

პოლიტიკა
პეტრო პოროშენკო: მინსკის მოლაპარაკებებზე კარგი ამბები ჯერჯერობით არ არის

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, მინსკის მოლაპარაკებებზე ჯერჯერობით კარგი ამბები არ არის.

მისი თქმით, რუსეთთან შეთანხმება ჯერ ვერ შედგა, რადგან მათი მხრიდან წამოყენებული მოთხოვნები მისთვის მიუღებელია.

„სამწუხაროდ მოლაპარაკებებზე კარგი ამბები ჯერჯერობით არ არის. რადგან რუსეთის მხრიდან წამოყენებული მოთხოვნები მიუღებელია.   ამ დროისთვის სხვა სიახლე არ არის, თუმცა იმედი მაინც გვაქვს“,-განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, „ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრა  პეტრო პოროშენკოს გარეშე გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ „ნორმანდიული ოთხმხრივი“ შეხვედრა მინსკში, დახურულ კარს მიღმა დაახლოებით 14 საათი გრძელდებოდა და მასში  თავდაპირველად გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, საფრანგეთის პრეზიდენტი  ფრანსუა ოლანდი, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მონაწილეობდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics