01:20 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-24 23:52:50, 1658 ნახვა

სხვადასხვა
24 თებერვალს რუსეთში ანტისაომარ აქციაზე 54 ადამიანი დააკავეს

რუსეთში უკრაინასთან ომის წლისთავზე გამართულ ანტისაომარ აქციებზე სულ მცირე 54 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ "OVD-Info" იუწყება.

ხალხი ომის საწინააღმდეგო პიკეტებისთვის, ყვავილების დაგებისთვის, ერთ-ერთი აქტივისტი თოვლში წერისთვის დააკავეს. პეტერბურგში დაკავებულთა უმეტესობა - 18 ადამიანი. კიდევ 11 ადამიანი დააკავეს ეკატერინბურგში, შვიდი მოსკოვში, ოთხი ნიჟნი ნოვგოროდსა და ბარნაულში.

მთლიანობაში, დაკავებები 14 ქალაქში მოხდა.

დაკავებულთა უმეტესობა განყოფილებებიდან გაათავისუფლეს. პოლიციამ გამოსცა ოქმები პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობის, ჯარის „დისკრედიტაციის“ და კოვიდ შეზღუდვის დარღვევის შესახებ. ზოგიერთი დაკავებული ოქმის შედგენის გარეშე გაათავისუფლეს.

ერთი წლის წინ - 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. ორი დღით ადრე, 22 თებერვალს მოსკოვმა მის მიერ მხარდაჭერილი დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა ცნო და უკრაინაში შეჭრას „სამხედრო ოპერაცია“ უწოდა.  

უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ. თავს ესხმიან მშვიდობიან მოქალაქეებს და სტრატეგიულ სამხედრო ობიექტებს, ანადგურებენ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics