19:53 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-13 22:34:33, 1720 ნახვა

სხვადასხვა
ჰააგის სასამართლო - მთელი უკრაინა დანაშაულის ადგილია

ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) მთავარმა პროკურორმა კარიმ ხანმა კიევის მახლობლად ქალაქ ბუჩაში ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინის მთელი ტერიტორია შეიძლება ჩაითვალოს დანაშაულის ადგილზე.

”ჩვენ აქ ვართ იმიტომ, რომ გვაქვს კარგი საფუძველი ვირწმუნოთ, რომ აქ ხდება დანაშაულები, რომლებიც ჩვენი სასამართლოს იურისდიქციას ექვემდებარება,” - განუცხადა მან ჟურნალისტებს, ”და ჩვენ მოგვიწევს ომის ნისლის გაფანტვა, რათა მივიდეთ სიმართლეში. და ეს მოითხოვს დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ გამოძიებას“.

კარიმ ხანის თქმით, ICC-ის ექსპერტიზის ჯგუფმა ბუჩაში მუშაობა უკვე დაიწყო.

ბუჩადან რუსული ჯარების გაყვანის შემდეგ ქალაქის ქუჩებში რამდენიმე ათეული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს, უკრაინის ხელისუფლება ამბობს, რომ ქალაქში არის მასობრივი საფლავები, რომლებშიც ოკუპაციის დროს დაღუპული ასობით ადამიანი დაკრძალეს. ასევე არსებობს ადგილობრივი მოსახლეობის მრავალი ჩვენება, რომლებიც აცხადებენ რუსი სამხედროების წინააღმდეგ ომის დანაშაულებებზე, მათ შორის მკვლელობაზე, გაუპატიურებასა და ძარცვაზე.

მიუხედავად ამისა, რუსეთი აგრძელებს ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში ხოცვა-ჟლეტის შესახებ „ყალბ“ მონაცემებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ეკონომიკის სამინისტრო - საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს
ახალგორის რაიონში გადაადგილების საშვების გაცემა განახლდა - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics