11:12 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-13 18:29:45, 17154 ნახვა

ომი უკრაინაში
რატიანი - 4 მძიმე პაციენტიდან ორის მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო ორი სტაბილურად მძიმეა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით კლინიკაში მყოფი 4 მძიმე პაციენტიდან, ორი სტაბილურად მძიმეა ხოლო ორის მდგომარეობა კრიტიკულია, ისინი ხელოვნური მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.

მან ასვე განაცხადა, რომ კლინიკას დღეს მხოლოდ ერთი კოვირ-19-ით ინფიცირებული პაციენტი დაემატა.

„ასევე ორის მდგომარობა სტაბილურად მძიმე რჩება, ჰემოდინამიკის პარამეტრები შედარებით გაუმჯობესებულია. გვყავს კიდევ ერთი პაციენტი - 46 წლის, რომელთანაც სახეზეა ორმხრივი მწვავე პნევმონია, კორონავირუსით ინფიცირებულია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნება.

ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა შეიძლება, სტაბილურად ჩაითვალოს, არ საჭიროებს მაღალი კონცენტრაციის ოქსიგენოთერაპიას. კლინიკაში რჩება ორსული პაციენტი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

ასევე გვყავს სამი მოზარდი, მინდა გითხრათ, რომ სამივე მოზარდთან ჩატარებული კვლევების შედეგად, რომელიც დღეს მივიღეთ, არცერთთან პათოლოგია არ ვლინდება, ასევე არ არის კლინიკური გამოვლინებები. შემოსული პაციენტებიდან ყველასთან გრძელდება სიმპტომურად მკურნალობა“, - აცხადებს რატიანი.

 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
მუდმივად განახლებადი მობაილბანკი - საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics